USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
კახა კალაძე - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ - არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ
дата:  656

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, განმარტა, რომ ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ.

„რაც შეეხება ჩვენს რიტორიკას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ეს პრინციპული პოზიცია ყოველთვის იქნება შენარჩუნებული. პირველია ჩვენი ქვეყანა, ეროვნული ინტერესი.

ივანიშვილთან დაკავშირებით ბინძური სპეკულაციებია. რას წარმოადგენს ეს ადამიანი, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად იცის მისი გაკეთებული საქმეებით, განვლილი ცხოვრებით. ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ კეთდებოდა რეზოლუციები და განცხადებები. მარტივად დადასტურდა, რომ ფულის გადახდით ხდებოდა რეზოლუციების მიღება, განცხადებების გავრცელება, ასევე, კამპანია სააკაშვილის გადარჩენაზე, ჯერ რა ჰქონდა გადასარჩენი?! ეს განცხადებები ჩალის ფასია“,-აღნიშნა კალაძემ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати