USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კახა კალაძე - ჩვენ გვინდა მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება
თარიღი:  

ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის შეფასებისა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

„პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და მაჩვენებლები, რაც გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის. ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად მეტად გაძლიერდეს და კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი.

„ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველო მზად არის, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს“, - განაცხადა კალაძემ.

 
 
 
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის