USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა
дата:  998

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან "წასვლისა“ და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, როცა ყველაფერი ცხადი იქნება, მედიაც გაიგებს და საზოგადოებაც.

„ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც“,-განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა პოლიტიკიდან.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати