USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
კახა კალაძე - ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5000-5000 ლარით დავეხმარებით
Date:  1007

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. 

„ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები ამ პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა მათაც აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება და დავეხმართოთ 5000-5000 ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა და მხარდაჭრა.

განცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და 10 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება.

ასევე, თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება მითითებული ყველანაირი დეტალი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი, დაახლოებით 350 ათასი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით“,-აღნიშნავს კახა კალაძე.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way