USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კახა კალაძე - ავარიული სახლების ჩანაცვლებას განვახორციელებთ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.
თარიღი:  7960

როდესაც გვაქვს საშუალება, ცარიელ მიწის ნაკვეთზე ავაშენოთ კორპუსი, იმისთვის, რომ ის შემდგომში ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებს შევთავაზოთ, ამ მშენებლობისთვის არ გვჭირდება არავის თანხმობა. ახალაშენებული კორპუსის შეთავაზების შემთხვევაში თუ ავარიული სახლის მობინადრეები თანხმობას არ მოგვცემენ, ცხადია, არავითარი გაცვლა არ მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადასაყვანად მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში საცხოვრებლად გადასაყვანად მათი სრული თანხმობაა საჭირო.

„ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გარკვეული ცვლილებები, დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ. კერძოდ, ის, რომ მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, მიწის ნაკვეთზე ავაშენოთ კორპუსი და შემდეგ შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

მუნიციპალიტეტი ცარიელ მიწის ნაკვეთზე კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს ჩვენი საკუთრებაა, ეს კონკრეტულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ ადამიანებს არ ეხება, ეს არის ჩვენი სივრცე და ტერიტორია. შემდეგ, როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ საკრებულოში ცვლილებები და ჩავწერეთ, რომ მუნიციპალიტეტის ცარიელ მიწის ნაკვეთზე შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე მშენებლობა დავიწყოთ.

იმისთვის, რომ მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადავიყვანოთ მათი სრული თანხმობა გვჭირდება. თუ არ იქნებიან თანახმა, ამ ბინებს სხვა კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს შევთავაზებთ“, - აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პროექტები ორი მიმართულებით განხორციელდება.

„ორი მიმართულება გვაქვს. პირველი, როდესაც ავარიული კორპუსებს ვანგრევთ, მოსახლეობა გამოგვყავს და ქირით გადაგვყავს, შემდეგ ვაშენებთ და ვაბრუნებთ ამ ადამიანებს. მეორე ის, რომ მუნიციპალურ მიწაზე ყველას თანხმობის გარეშე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტს და შემდეგ მივდივართ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებთან, ვეუბნებით, რომ თუ სურვილი აქვთ და 100%-იანი თანხმობა იქნება, ამ კონკრეტულ სივრცეს შევთავაზებთ და გადავიყვანთ. თუ თანხმობა არ იქნება, ეს არ მოხდება“, - აღნიშნავს კალაძე.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის