USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
კახა კალაძე - არ მაქვს იმის ინტერესი და ფინანსური შესაძლებლობა, რომ „დინამო“ შევიძინო. სანამ დედაქალაქის მერი ვარ, დიღმის საწვრთნელი ბაზის ადგილას კორპუსები არ აშენდება
თარიღი:  

არ მაქვს იმის ინტერესი, რომ “დინამო” შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს - არავის ვურჩევდი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია, ვინაიდან ქვეყნის ისტორიას ინახავს.

„დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება ამ გუნდიდან დაიწყო. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ „დინამო“ შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შესაძლოა, რაღაც იყიდო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ გამართული იყოს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაიმეს ხელს ვკიდებ, მაქსიმალურად მინდა საუკეთესოდ გაკეთდეს. არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს. არანაირი მოლაპარაკების ეტაპი არ ყოფილა. მე არ მაქვს ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კლუბი შევიძინო. მას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რათა გამართული იყოს. ისეთი გუნდი გაკეთდეს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „დინამო“, არ და ვერ გავაკეთებ რომ იგივე მდგომარეობაში მყავდეს. ასევე, საუბარი იყო დიღმის ბაზის დანგრევასა და კორპუსების შენებაზე. ეს გამაოგნებელი იყო. განცხადება ვნახე სოციალურ ქსელში. [ვლადიმერ] გუცაევს დიდ პატივს ვცემ წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, გაუგებარია. სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია.

არასდროს გავაკეთებ ამას და არავის ვურჩევდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს. თუ ვინმეს ახალი ბაზა უნდა, ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, რომ ახალი საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს. ეს ისტორიაა, რომელიც ქვეყანას უნდა დარჩეს“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერი „თბილისის დინამოს“ ყიდვით არის დაინტერესებული. კერძოდ, “შაბათის ფორმულას” ცნობით, პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება. ის მზად არის 50% წილი ახალ ინესტროს გადააბაროს. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით, ახალი ბიზნეს პარტნიორი მის შემოთავაზებებს უნდა დათანხმდეს.

“შაბათის ფორმულას” ცნობით, კახა კალაძემ ამ ეტაპზე დინამოს გადაფორმება მეგობარ ბიზნესმენს სთხოვა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის