USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კახა კალაძე - არც 100/50-ზეა პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა - არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები
Date:  806

„საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა.

„პირადად ჩემთვის არც 100/50-ზეა პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა. არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები. ჩვენ ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. რთულად სათქმელია ამას არჩევნები დაარქვა, მაგრამ იმ პირობებში პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ხალხის მხარდაჭრით გაიმარჯვა არჩევნებში, როდესაც იყო შერეული საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს“,- განაცხადა კალაძემ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way