USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
კახა კალაძე - აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
თარიღი:  401

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი - ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის