მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდზე სარემონტო სამუშაოები 28 ივნისიდან დაიწყება — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, პროექტი ოთხ თვეს გაგრძელდება და სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ — ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობას იწყებს. სავალ ნაწილს ჩაუტარდება დემონტაჟი, მოეწყობა ახალი კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და ჰიდროიზოლაცია,“ — განაცხადა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღდგება დაზიანებული მოაჯირები და გამაგრდება ხიდის კონსტრუქციები. ასევე შეიცვლება გარე განათების ძველი ბოძები და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათები. განახლდება ტროტუარებიც.
სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით ტენდერი 1 მაისს გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 831 208 ლარია.
ცნობისთვის, ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1954 წელს. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.