USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე - ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს
თარიღი:  662

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც ფრენები, ისე რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც მისივე შეფასებით, ძალიან ცუდი იყო.

„როგორც რუსეთთან ფრენები, ისე უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს, განაპირობებს იმას, რომ ხვალიდან პირდაპირი ფრენები დაიწყება და ეს ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ არა რომელიმე ქვეყნის გავლით, არამედ პირდაპირ ეწვიონ რუსეთის რომელიმე ქალაქს, იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს. ამას შესაბამისი უწყებები სწავლობენ და ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებში ვერ ჩაერთვება. ის კონკრეტული ფაქტი, რომ კომპანია „აზიმუტს“ საიტზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მოხსენებული, ძალიან ცუდია, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიიდან უკვე ამოღებულია.

ოკუპაცია ძალიან დიდი პრობლემაა და რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის,რომ ამ ტერიტორიების დეოკუპაცია მოვახერხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის