USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
კახა კალაძე - ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს
дата:  869

„არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რეალურად, მმართველ პარტიას მოსახლეობის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს.

„მოსახლეობასთან ურთიერთობა და კონტაქტი არასდროს არ გაგვიწყვეტია. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან და ძალიან კარგად ვიცი „ქართული ოცნებისისადმი“ განწყობები. ამას ემატება რეგიონებში ჩვენი გასვლები, წარდგენები და იქაც ძალიან ხშირია კომუნიკაცია.

თუ გადავხედავთ ყველა კვლევას, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზია და ორგანიზაცია აქვეყნებს, აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. რეალურად, რომ შევხედოთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати