USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
კაიროში ფარაონები ახალ მუზეუმში გადაასვენეს
Date:  1469
კაიროში 18 მეფისა და 4 დედოფლის მუმიფიცირებული სხეულის ნარჩენები, ახალ მუზეუმში გადაიტანეს.
 
ეგვიპტური მუზეუმიდან , ეგვიპტური ცივილიზაციის ნაციონალურ მუზეუმამდე 7 კილომეტრამდე გზა იყო გასავლელი, რომელიც ასე გრანდიოზულად გაფორმდა.
 
კოსტიუმირებული სანახაობა და ისტორიის გაცოცხლება არის პროექტის ნაწილი, რომელიც ეგვიპტის საგანძურის მეტად პოპულარიზაციას უწყობს ხელს. რაც შეეხება მუზეუმს, სადაც მუმიფიცირებული სხეულები გადაასვენეს - იგეგმება, რომ
ის უნდა გახდეს must see მუზეუმი კაიროსა და მის მიმდებარედ.
 
 
 
 
tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way