USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და რჩება თანამდებობაზე - აცხადებს პესკოვი.
дата:  348

რუსეთის ფედერაციის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„ჩვენ ვნახეთ ეს განცხადება, მაგრამ ის ძალაში არ შესულა. ის განაგრძობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და რჩება თანამდებობაზე“, - აცხადებს პესკოვი. 

აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კადიროვი აცხადებს, რომ  ის უკვე „ასაკშია და შვებულებაში გასვლის დრო მოვიდა“. 

„მგონი ჩემი დროც მოვიდა, მეჩვენება, რომ უკვე ბებერი ვარ“, - აღნიშნა კადიროვმა. 

კადიროვი იმედოვნებს, რომ ჩეჩნები მის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან. კადიროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ყველა ლიდერს შორის ის არის „მთავარი“.

რუსი პოლიტოლოგი აბას გალიამოვი მიიჩნევს, რომ კადიროვის განცხადება რუსეთში მწვავე შიდაპოლიტიკური კრიზისის დაწყებას ადასტურებს. 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати