USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Тбилиси
ჯუღაშვილების გვარის წარმომავლობა
дата:  4493

სტალინის შვილის, იაკობ ჯუღაშვილის შთამომავალი მამაკაცები გატესტეს და G2a1-Z7947 ამოუვიდათ. ესაა კავკასიაში არსებული G2a-ს ყველაზე ახალგაზრდა კლასტერი.

ეს გენომი დასავლეთ ქართული ძირისაა. G2a1 სვანურ-მეგრულია და მისი ეს კლასტერი (G2a1-Z7947) არის ყველაზე ახალგაზრდა - 900 წლის, რომელიც ახასიათებს ოსების (ირონების 60-70%-ს). ამ ადამიანების ერთი საერთო წინაპარი ცხოვრობდა ახ.წ. მე-11 საუკუნეში და იყო დასავლეთ ქართველი, კერძოდ მეგრელი - კერძოდ სიჭინავათა გვარის წარმომადგენელი.

ეს ქართველი მამაკაცი დასავლეთ საქართველოდან წავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მაშინდელ დვალეთში, სადაც ცხოვრობდა ქართველი ხალხი - დვალები. ალან-ოვსები ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მხოლოდ მე-13 საუკუნეში შემოვიდნენ. დვალეთში ასული სიჭინავა დასახლდა იქ და გამრავლდა. ალან-ოსების შემოსვლის შემდგომ თანდათან მოხდა დვალების და მათ შორის აღნიშნული პიროვნების (სიჭინავას) შთამომავლების თანდათანობითი გაოსება. შემდგომ საუკუნეებში, უკვე მისი შთამომავლობის ნაწილი შემოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში და კვლავ გაქართველდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კვლავ გაქართველებული ადამიანი იყო იოსებ სტალინის დიდი ბაბუის დიდი ბაბუა ან კიდევ უფრო შორეული მათი წინაპარი.

ამ ადამიანებმა მრავალი თაობა იცხოვრეს საქართველოში, მოიყვანეს ქართველი ცოლები და ბოლოს დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი, რომლის გვარის ფესვებიც დასავლეთ ქართულია (კერძოდ მოდის სიჭინავას გვარიდან), ხოლო ავტოსომური გენეტიკით სავარაუდოდ 80-90%-მდე ან მეტი იქნებოდა აღმოსავლეთ ქართველი ან საერთოდ ქართველი, ვინაიდან დიდი ხანი ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში მისი წინაპრები. მაგრამ ჯერჯერობით იოსებ ჯუღაშვილის ავტოსომური კვლევა არ ჩატარებულა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати