USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ჯოზეფ ბორელი - საქართველომ წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს
Date:  

გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა - საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა დაპირებები უნდა შეასრულოს.

“გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა. როგორც საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებლისთვის, ჩემთვის, გაფართოება ძვირფასი, ფუნდამენტური საკითხია.

ბევრი ხალხის წინაშე ძალიან დიდი ხანია გვაქვს ვალდებულებები, უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ.

რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ, იმედგაცრუებას ავარიდოთ თავი და შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა”, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალკე საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

“საქართველოს საქმეები კარგადაა. საქართველომ წარმატებას მიაღწია, საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან”, - განაცხადა ბორელმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way