USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
ჯოზეფ ბორელი - რა იქნება საქართველოში „ტექნიკური მისიის“ ამოცანა?
дата:  790

არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის - ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე, ჯოზეფ ბორელმა კითხვას უპასუხა იმის შესახებ თუ რატომ თვლის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

„როგორც უკვე ვთქვი საქართველოში მისიის გაგზავნას ვაპირებთ, პოლიტიკური მისიის, რათა მომხდარი მოვლენები შევისწავლოთ. ჩვენ შევაჩერეთ მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ქართული შეიარაღებული ძალების, ასევე, საქართველოს მთავრობისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა შევაჩერეთ, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, ახლა კი იმ პროგრამებისთვის გამოიყოფა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს. ყველა დარღვევას შევისწავლით და ოდირის საარჩევნო დელეგაციის ლიდერს მოვიწვევთ, რათა ახსნას თუ რა ხდება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მან განმარტა თუ რა იქნება ტექნიკური მისიის მიზანი, რომელიც საქართველოში გაიგზავნება.

„შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია, მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати