USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ჯორჯიაში ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს
Date:  639

ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა დასრულდა, რის შედეგადაც შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შტატში 5 მილიონამდე ბიულეტენს ხელით, 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ.

შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way