USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის გარკვეულ უბნებში წყლის შეწყვეტის შესახებ, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
Date:  

31 ივლისს, სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩა N103-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 31 ივლისს 14:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის და ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

„დაზიანების გამო აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 31 ივლისს, 14:30 საათიდან, ხვალ 1 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის, ფრისის და მიმდებარე ქუჩებს. ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, ნავთლუღის მეორე და მიმდებარე დასახლებებს. სოფლ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way