USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
Date:  851

3 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ქსელის მდებარეობიდან და ტექნიკური სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დროს, ხვალ, 3 თებერვლის დილის 09:00 საათიდან 4 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩის N42- დან N44 -მდე შეიზღუდება საგზაო მოძრაობა. კერძოდ, დაიკეტება ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ამსვლელი გზა.

სატრანსპორტო საშუალებები და სამარშუტო მიკროავტობუსები იმოძრავებენ, ჩუბინაშვილის ქუჩის გავლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს“ უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way