25 მაისს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდება ჩაკეტ-მარეგულირებელი ურდულები.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 მაისს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N37-65; N40-90, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის და ალექსანდრე ახვლედიანის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.