USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - დღეს, თბილისის გარკვეული რაიონების მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ
дата:  983

19 მაისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს შეასრულებენ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ნაკადების მართვას.

„ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 მაისს, 14:00 საათიდან 20 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირებს, კაკაბაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, პეტრიაშვილის, ნიკოლაძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, გრიბოედოვის, ბესიკის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, პუშკინის, ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანის დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, კეკელიძის, ცხვედაძის, ატენის, ყიფშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ამირეჯიბის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, კოსტავას, პეკინის, დოლიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, იყალთოს მთას, გამრეკელის, ბახტრიონის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, დიღმის წყლის, ფარსადანის, როსტევანის, ამბროლაურის, ვაზისუბნის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის და ბელიაშვილის ქუჩების ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, და ბალანჩინის ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати