USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
Date:  710

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც

4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება.

„ხვალ, 4 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 4 აგვისტოს, დილის10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - უნივერსიტეტის ქუჩა N2-18, N1-11, ჟღენტის ქუჩა N2, ქავთარაძის ქუჩა N21-27, N32-44, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, N131-179, ვაჟა-ფშაველას გამზირს N73, 75, 77, 79, N72-80, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N 8ა, 9-19 კორპუსებს, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჭავჭავაძის გამზირს N39, 41-55, N73-78, N80, 82-85, ბაგების ნაწილს, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, საკანდელიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, არჩილ ამაღლობელის, უჩანეიშვილის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way