USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
"ჯორჯიან მანგანეზი" თანახმაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს
дата:  479

ჯორჯიან მანგანეზი"თანახმაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე" თავად კომპანიამ გაავრცელა.

მანამდე, სოციალურ ქსელში გაფიცული მაღაროელების ფოტო მასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მაღაროელს თვალები აქვს ამოკერილი, ხოლო მეორეს ვენები გადაჭრილი. მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ თანახმაა მუშაობა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად განაახლოს.

"18 ივნისს, კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა. დასაქმებულთა მოთხოვნის გათვალისწინებით კომპანიამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით;

- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;

- კომპანიაში აუდიტის ჩატარება;

კომპანია მზადაა, პარალელურად შეიქმნას ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩაერთვება ყველა მხარე - დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და პროფკავშირები.

კომისია შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან.

ასევე კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.

პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზაობას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული 2 წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ასევე, კომპანია მზად არის დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.

აქედან გამომდინარე, კომისია იმსჯელებს შრომითი და ფინანსური კრიზისის დაძლევისა და გამოსწორების შესაძლო გზებზე, რათა თანაბრად იყოს დაცული დასაქმებულთა და დამსაქმებლის ინტერესები.

ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია. "ჯორჯიან მანგანეზში" დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის.

კომპანიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია წარმოების დროულად განახლება. ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ", - წერია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати