USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Tbilisi
„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს - უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის
Date:  721

მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს, - ამის შესახებ ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

„საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, კერძოდ:

1.ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება.

2.ორცვლიანი 12- საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8- საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული 720 თანამშრომლისა. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა.

კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია.

ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.

საკუთარი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი შეცვლილი სამუშაო პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ვეღარ შეძლებს დროებით გაჩერებული საწარმოო ობიექტების აღდგენას.

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way