USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
ჯორჯიან ეარვეისის“ ხომალდის მეთაურები, მამა-შვილი მიხეილ და ნიკოლოზ ჩანადირები: „ოჯახური ტრადიცია გრძელდება“
Date:  488
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ეკიპაჟის რიგებში ორი განსაკუთრებული წევრი ჰყავს - ხომალდის მეთაურები, მამა-შვილი მიხეილ და ნიკოლოზ ჩანადირები.
 
მიხეილ ჩანადირს წარდგენა არ სჭირდება. გამორჩეული, გამოცდილი, პროფესიონალი მფრინავი ქართულ ავიაციას 43 წელია ემსახურება და ჯამში 26500 საათზე მეტი აქვს ნაფრენი. თავადაც მამა მფრინავი ჰყავდა და ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. საავიაციო სასწავლებელი 1981 წელს დაამთავრა და მუშაობა ქუთაისის აეროპორტში დაიწყო.
 
,,ქუთაისში ავიდგი ფეხი როგორც მფრინავი, იქ მაშინ პატარა აეროპორტი და დასახლება იყო. დღესაც მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით დილით თანამშრომლები და ყველანი სამსახურში მივდიოდით, ყველა თავის რეისზე. ჩემი პირველი ფრენაც ქუთაისში შესრულდა, მეორე მფრინავი ვიყავი. შემდეგ თბილისში გადავედი. წლების განმავლობაში თვითმფრინავის არაერთ ტიპზე მიფრენია ხომალდის მეთაურის რანგში. ისე გაირბინა წლებმა, თითქოს გუშინ დაიწყო ყველაფერი. გული მწყდება, რომ ბევრი ჩემი თანატოლი აღარ დაფრინავს, თუმცა ახალგაზრდებთან მუშაობა მიხარია, ჩემი თავიც მათთან ერთად ახალგაზრდა მგონია.“
 
ქართული ავიაციის ისტორიას არაერთი რთული დღე ახსოვს. ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეებში, ქართველი მფრინავები გმირობის ტოლფას საქმიანობას ასრულებდნენ, რისი უშუალო მონაწილე მიხეილ ჩანადირი იყო.
„აფხაზეთში საომარი მოქმედებების პერიოდში მეორე მფრინავის რანგში, არაერთი რეისი შევასრულე. სოხუმიდან დევნილები გადმოგვყავდა. რთულია აღწერო, რა პირობებში ვახორციელებდით ფრენებს. სრულიად ჩაბნელებულ აეროდრომზე ვასრულდებით დაფრენას, იყო სროლებიც, დაშვებულზე გაცილებით მეტი, ბორტზე 350-400 ადამიანი გადმოგვყავდა.
აგვისტოს ომის დროს არ შეგვიჩერებია ფრენები, მაშინ როცა ყველა უცხოურმა კომპანიამ შეწყვიტა უსაფრთხოების გამო, არც ერთი რეისი არ შეგვიფერხებია. პანდემიის დროსაც ჩვენი რეისებით სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები გადმოგვყავდა, ვაქცინები და წამლები ჩამოგვქონდა. ასეთი რთული პერიოდებიც გავიარეთ“.
 
 ბატონი მიხეილის შვილი, 26 წლის ნიკოლოზ ჩანადირი „ჯორჯიან ეარვეისში“ 6 წელია მუშაობს. 20 წლის ასაკში, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი გახდა „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავზე, დღესაც ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა ხომალდის მეთაურია „ბოინგ 737“-ზე.
„ყოველთვის მეამაყებოდა მფრინავი მამის შვილი რომ ვიყავი. პილოტის ფორმა, სამხრეები ჩემთვის ბავშვობიდანვე საამაყო და განსაკუთრებული იყო. სკოლის ასაკში კომპიუტერში Flight Simulator-ი მქონდა გადმოწერილი და იქ „ბოინგზე“ დავფრინავდი. კითხვაც არ იყო საჭირო, ყველამ იცოდა რომ მფრინავი უნდა გამოვსულიყავი. კალათბურთელიც ვიყავი, მაგრამ მომავალს მხოლოდ ავიაციას ვუკავშირებდი“
 
 პირველ რჩევებს ნიკოლოზი, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მფრინავი მამისგან იღებდა: „პასუხისმგებლობით მიუდექი შენს საქმეს და რაც შეიძლება მეტი იკითხე“. დღესაც ბატონო მიხეილი ეკიპაჟში მოსულ ახალგაზრდა თანამშრომლებს იგივეს ურჩევს:
„აუცილებელია აითვისონ რაც შეიძლება მეტი თეორიული მასალა და შემდეგ პრაქტიკულად მოემზადონ. ყველა ხომალდის მეთაურისგან რაც შეიძლება მეტი ისწავლონ.
 
ძალიან დიდი სიხარულია, საყვარელ პროფესიაში ხომალდის მეთაურობას რომ მიაღწევ, მაშინ გრძნობ, რომ ნამდვილი მფრინავი ხარ და ხელმძღვანელობ ეკიპაჟს. ჯარში ყველა ჯარისკაცს უნდა გენერლობაო, ასეა ავიაციაშიც, ყველა მფრინავს უნდა გახდეს ხომალდის მეთაური“.
ნიკოლოზ ჩანადირი: „სწავლის პროცესში ჩემი ინსტრუქტორისგან დამამახსოვრდა - მარცხნივ, ხომალდის მეთაურის ადგილს რომ დაიკავებ, მერე მიხვდები ყველაფერს, აქამდე რაც ისწავლე და იშრომეო. ასეა, მეორე მფრინავი როცა ხარ, ხომალდის მეთაურის იმედი გაქვს. თავად ხომალდის მეთაური რომ ხდები, მაშინ იაზრებ მთელ ამ პასუხისმგებლობას. ზოგიერთისგან მსმენია, რომ თვითმფრინავის მართვა მანქანის ტარებასავით არისო, მცდარია ეს აზრი და მაშინ ხვდები, 150 ადამიანი რომ გყავს ბორტზე და ყველაზე შენ ხარ პასუხისმგებელი“.
 
 ნიკოლოზ ჩანადირი ხუმრობით ამბობს, რომ განსაკუთრებით უამინდობის დროს ფრენების შესრულებაში უმართლებს.
„თუკი ქარი და უამინდობაა, ყველგან მე უნდა მოვხდე. ცოტა ხნის წინაც, თბილისში დაფრენის დროს ძალიან ძლიერ ქარში მოვყევით. დავსვი თვითმფრინავი, რეისი მშვიდობიანად დავასრულე, მგზავრებმა მადლობა გადამიხადეს, ძალიან ემოციურად შემხვდნენ“.
 
ჩანადირების ოჯახში კიდევ ორი მომავალი მფრინავი იზრდება. ნიკოლოზი ორი ვაჟის - მიხეილისა და დავითის მამაა : „რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, მიხეილი და დავითი როცა გაიზრდებიან, მფრინავები გახდნენ. ასე რომ, ოჯახური ტრადიცია გრძელდება“.
society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way