ამერიკელი მილიარდერისა ჯორჯ სოროსის განცხადებით, დონალდ ტრამპი გარდამავალი მოვლენაა, რომელიც ნოემბერში დასრულდება.
„შეერთებულ შტატებშიც კი ტრამპის მსგავსი თვითმარქვია შეიძლება არჩეული იყოს პრეზიდენტად და ძირს უთხრიდეს დემოკრატიას შიგნიდან. თუმცა, აშშ-ში ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების დიდი ტრადიცია არსებობს. უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუცია არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი გარდამავალი მოვლენა გახდება, რომელიც იმედია, ნოემბერში დასრულდება“, - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ დონორმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან საშიშია, რადგან „ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს“.
წყარო:https://thehill.com/
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.