USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Tbilisi
ჯორჯ კენტი რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
Date:  668

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი, რუსეთს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოსკოვის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ლაბორატორია დაავადებებთან ბრძოლის ნაცვლად დაავადებებს ქმნიდა აბსოლუტური სიცრუეა.

კენტმა სინანული გამოთქვა იმის გამოც, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ სიცრუის კამპანიას შეუერთდა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზეც ისაუბრა.

ლუგარის ლაბორატორია თბილისში 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროსა და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.

ლაბორატორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წლიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციამ ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკა და დაავადებების გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც თითქოს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way