USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
თარიღი:  703

სასამართლომ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს, რომელიც აშშ-ის ქალაქ მინეპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაშია, ბრალდებული 22 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აპრილში, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 45 წლის შოვინი სამივე ბრალდებაში - მეორე ხარისხის მკვლელობა, მესამე ხარისხის მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა - დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულმა სასჯელის მოსმენის დროს დუმილი დაარღვია და სამძიმარი გამოთქვა ფლოიდის ოჯახის მიმართ.

პროკურორები 30 წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ „წამების“ ბრალდებით.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და 22.5-წლიანი პატიმრობის მისჯას „მართებული“ უწოდა.

„მე არ ვიცნობ ყველა გარემოებას, რომელსაც მხედველობაში იღებდა სასამართლო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქმედი წესების მიხედვით, განაჩენი მართებულია“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. მინეაპოლისის სასამართლომ დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის