USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
ჯონ კირბი: აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე მიიტანა იერიში - სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში
дата:  

აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე მიიტანა იერიში. სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და მასთან დაკავშირებულ სამიზნე ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.

აშშ-მა ბომბდამშენების გამოყენებით საჰაერო იერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განახორციელა. ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამიზნეებს, სამეთაურო და საკონტროლო ოპერაციების ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტები და საბრძოლო მასალის მიწოდების ცენტრები წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, 28 იანვარს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати