USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი რჩევები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად
Date:  2514

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას თუ რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ვირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად:

 

- ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი არ არის. იგი ლიპიდის (ანუ ცხიმის) დამცავი გარსით დაფარულ ცილოვან მოლეკულას წარმოადგენს. იგი თვალის, ცხვირის ან პირის ლორწოვანი გარსით შეწოვისას მთლიანად იცვლის გენეტიკურ კოდს (მუტაცია) და გარდაიქმნება აგრესიულ უჯრედებად.

 

- ვირუსი ძალზედ დელიკატურია. ერთადერთი, რაც მას იცავს, მისი ცხიმის გარეგანი თხელი ფენაა. ამიტომაცაა, რომ საპონი და ნებისმიერი სარეცხი საშუალება მასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია. საპონი შლის ცხიმს (ამიტომ უნდა ვიბანოთ ხელები საპნით 20 წამს მაინც და საპონი კარგად ავაქაფოთ). ცხიმის ფენის დაშლით ვირუსის ცილოვანი მოლეკულაც იშლება.

 

- სითბო შლის ცხიმს. ამიტომ ხელის დასაბანად თუ თეთრეულის გასარეცხად 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი უნდა გამოვიყენოთ. ცხელი წყალი კიდევ უკეთესად აქაფებს საპონსა და სარეცხ საშუალებას.

 

- სპირტი ან 65%-ზე მაღალი შემცველობის სპირტიანი ნარევი ხსნის ნებისმიერ ცხიმს, განსაკუთრებით ვირუსის გარეგან თხელ ცხიმოვან ფენას.

 

- ნებისმიერი ნარევი, რომელიც შედგება 1 წილი მათეთრებელისა (ე.წ. ქლორი) და 5 წილი წყლისაგან შლის ცილის მოლეკულას.

 

- წყალბადის ზეჟანგი საპნის, სპირტისა და ქლორის შემდეგ ვირუსის ცილოვანი მოლეკულის დამშლელი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ საჭიროა მისი სუფთა სახით გამოყენება, რაც ძლიერ აზიანებს კანს.

 

- არანაირი ბაქტერიციდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვირუსი არ წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, როგორც ბაქტერია, ამიტომ ისინი ანტიბიოტიკებით არ ნადგურდებიან.

- მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. სანამ ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. განსხვავებულია მისი დაშლის დრო განსხვავებულ ზედაპირზე. ქსოვილზე - 3 საათი, სპილენძი და ხე - 4 საათი, მუყაო - 24 საათი, მეტალი - 42 საათი, პლასტმასი - 72 საათი. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ჩვენს ცხვირებში შეაღწიონ.

 

- ვირუსის მოლეკულები სტაბილურნი არიან ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ სიცივეში (კონდიციონერები სახლსა თუ ავტომობილში). სტაბილურობისათვის ასევე საჭიროებენ სინოტივესა და სიბნელეს. მშრალ, თბილ და განათებულ გარემოში სწრაფ დეგრადაციას განიცდიან.

 

- უი-სხივი შლის ვირუსის ცილოვან მოლეკულას, მიუხედავად ზედაპირის ტიპისა, რომელზეც ვირუსი იმყოფება. ეს მეთოდი საუკეთესოა სახის ნიღბის დეზინფექციისათვის. თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგან უი-სხივი არღვევს კანის კოლაგენს (ესეც ცილაა) და იწვევს კანის დანაოჭებას და, სამწუხაროდ, კანის კიბოსაც.

- ვირუსი ვერ აღწევს ჯანსაღ კანში.

 

- ძმარი არ გამოდგება ვირუსთან საბრძოლველად, რადგან ვერ შლის ვირუსის დამცავ ცხიმის ფენას.

 

- არც არაყი გამოგადგებათ. ყველაზე ძლიერი არაყი 40% სპირტს შეიცავს, ვირუსთან საბრძოლველად მინიმუმ 65% სპირტის შემცველობაა საჭირო.

- რაც უფრო ლიმიტირებულია სივრცე, მით უფრო მაღალი იქნება ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო დიდი და განიავებულია გარემო, ცხადია, ნაკლები.

 

- ყველასათვის ცნობილია, რომ საჭიროა ხელების დაბანა მას შემდეგ, რაც შეეხეთ ლორწოს, საჭმელს, სახელურს, ჩამრთველს, ტელეფონს, საათს, კომპიუტერს, ტელევიზორს, საწერ მაგიდას და ა.შ.

 

- ხშირად დაიტენიანეთ ხელები, იბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალნონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი კრემი, უკეთესია.

 

- იქონიეთ მოკლე ფრჩხილები, რადგან ვირუსი შეიძლება ადვილად ჩაიმალოს გრძელ ფრჩხილებში.

 

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way