აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით „საკუთარი თეორია“ აქვს.
„მე მაქვს თეორიები, მაგრამ მეცნიერი არ ვარ. დაველოდები და ვნახავ, რა დასკვნას გამოიტანს სამეცნიერო საზოგადოება“, - განაცხადა ბაიდენმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების ფარგლებში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში იმყოფებოდა, დასკვნაზე მუშაობა უკვე დაასრულა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.