USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
дата:  512

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

„შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობისადმი“ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე „მოლაპარაკება შეუძლებელია“.

აღსანიშნავია ასევე, რომ ჯო ბაიდენმა F16-ტიპის გამანადგურებლების უკრაინაში გაგზავნა და F16-ების მართვაში უკრაინელი მფრინავების აშშ-ში წვრთნა დაუშვა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати