USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონს „პოზიტიური“ უწოდა
თარიღი:  559

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ტონს „პოზიტიური“ უწოდა. ამასთან მან ჟენევაში პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რატომ სურდა პირისპირ შეხვედრა.

„მნიშვნელოვანი იყო პირადად შეხვედრა, რათა არ ყოფილიყო შეცდომა ან აზრის დამახინჯება იმის შესახებ, თუ რისი თქმაც მსურდა. მინდა გითხრათ, რომ მთლიანი შეხვედრის ტონი პოზიტიური იყო. ეს სულ ოთხ საათს გაგრძელდა. ადგილი არ ჰქონია უხეშ ქმედებებს, როცა ჩვენ არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს. მე ვაცხადებდი რასაც არ ვეთანხმებოდი და ის აცხადებდა რასაც არ ეთანხმებოდა, მაგრამ ეს გაკეთებულა ჰიპერბოლურ ატმოსფეროში. იმედი მაქვს, რომ ამ გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს, რომ ჩვენ ისევ ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნათელი საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობას. ამ ვიზიტისას ბევრი საქმე გაკეთდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის