USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
ჯო ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა
дата:  880

თეთრი სახლი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის ვალდებულებას, აღადგინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც კორუფციის დაძლევასა და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას ეხება. ეს დღის წესრიგი ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და სამართლიანობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს უკრაინელი ხალხისთვის. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მათ ასევე განიხილეს შეერთებული შტატებისა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა COVID-19-ის პანდემიის დაძლევისა და რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати