USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
дата:  1209

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და ამერიკელებს მოუწოდა, კიდევ ოთხი წელი მისცენ, რათა დაასრულოს ის, რაც დაიწყო.

„როდესაც ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის. ისევ ვაგრძელებთ. საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ მომდევნო წლებში გვექნება მეტი თავისუფლება თუ ნაკლები თავისუფლება, მეტი უფლება თუ ნაკლები. მე ვიცი, რა მინდა იყოს პასუხი და ვფიქრობ, რომ თქვენც იცით. გულდამშვიდებულად ყოფნის დრო არ არის, ამიტომაც ვაპირებ ხელახლა არჩევისთვის კენჭისყრას. შემოგვიერთდით, დავასრულოთ საქმე“, - განაცხადა ბაიდენმა.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати