აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაში საშიში არაფერია.
„ამას იმის საჩვენებლად ვაკეთებ, რომ ხალხი მზად იყოს, როდესაც ვაქცინის მიღება შესაძლებელი გახდება. საშიში არაფერია. მეორე ინექციას ველოდები”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ვაქცინის მიღების შემდეგ.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს.
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთა.
14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.