USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა სთხოვა
თარიღი:  431

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზა“ სთხოვა. ცნობა თავად ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, თუმცა პაუზის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

მანამდე ბრძოლაში კონკრეტული მიზნებისთვის, მათ შორის ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისთვის, დროებით ხასიათის პაუზის მხარდაჭერა, შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმაც დაადასტურა.

ისრაელს აშშ-სთან ერთად, სამდღიანი ჰუმანიტარული პაუზისკენ კატარმაც მოუწოდა. ამის მიუხედავად, ისრაელის პრემიერი როგორც ჰუმანიტარულ პაუზაზე, ასევე ღაზის სექტორში საწვავის შეტანაზე უარს აცხადებს.

„ქალაქი ღაზა ალყაშია. ჩვენ მის შუაგულში ვმოქმედებთ, „ჰამასზე“ ზეწოლას ყოველ საათს ვაძლიერებთ, ათასობით ტერორისტი გავანადგურეთ, როგორც მიწის ზევით, ისე მიწისქვეშ. მძევლების გათავისუფლებამდე, ოპერაციის შეწყვეტაზე საუბარიც არ იქნება“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის