USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჯო ბაიდენის უკრაინაში ყოფნის დროს, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
თარიღი:  535

რუსეთმა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათი განცხადებით, რაკეტის გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა. რაკეტის გაშვების შესახებ რუსეთმა წინასწარ შეატყობინა შეერთებულ შტატებს დეკონფლიქტური ხაზებით. ოფიციალური განმარტებით ეს ტესტი არ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებულ შტატებისთვის და რომ აშშ არ განიხილავს ტესტს ანომალიად ან ესკალაციად.

CNN-ის წყაროების განცხადებით, SARMAT-ის რაკეტის გამოცდა, რომელსაც დასავლეთში სატანა II-ს უწოდებენ, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის