USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ჯო ბაიდენის სახელობის რკინიგზის სადგური - Joseph R. Biden, Jr. Railroad Station
თარიღი:  2958
იცით თუ არა, რომ ამერიკის სარკინიგზო სისტემაში არსებობს ჯო ბაიდენის სახელობის რკინიგზის სადგური, რომელიც Amtrak-ის სამგზავრო მატარებლებს ემსახურება?! სადგურის სრული სახელწოდებაა Joseph R. Biden, Jr. Railroad Station. ის აგრეთვე ცნობილია როგორც უილმინგტონის სადგური - Wilmington station. სადგური წარმოადგენს Amtrak-ის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გაჩერებას - ის ემსახურება ცხრა სარკინიგზო მარშრუტს და წარმოადგენს ჩრდილო-აღმოსავლეთ დერეფნის (Northeast Corridor) ნაწილს. ის აგრეთვე ემსახურება საგარეუბნო მატარებლებს ხაზზე „უილმინგტონი - ვაშინგტონი“.
 
აღნიშნული სადგური აშენდა 1907 წელს; მაშინ მისი სახელწოდება იყო Pennsylvania Station. თუმცა 2011 წელს მას მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ახლა კი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სახელი უწოდეს. იგი გახლდათ რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მხარდამჭერი, რომელიც რეგულარულად იყენებდა მატარებელს უილმინგტონიდან ვაშინგტონში და უკუმიმართულებით სამგზავროდ (მგზავრობის ხანგრძლივობა 90 წუთი), როცა ის სენატორი იყო 1973 წლიდან 2008 წლამდე. 1987 წელს ბაიდენმა სწორედ ამ სადგურზე წამოაყენა 1988 წლის პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავი დემოკრატიული პარტიიდან (მაშინ წააგო).
 
[...] მე ვუყურებდი ფანჯრიდან მოციმციმე შუქებს სახლებში. მესმოდა იქ მყოფთა კითხვები, "ვგრძნობდი მათ ტკივილს. და ყოველ ჯერზე, როცა ამ გზას გავდიოდი, ეს შთამაგონებდა მომდევნო დღეს ადგომას, ვაშინგტონში დაბრუნებას და იმ პასუხების გაცემას, რასაც ისინი ეძებდნენ. იმ მომენტებში, როცა ფანჯარაში ვხედავდი ანთებულ შუქებს, ისინი მომითხრობდნენ იმას, რასაც ვერასდროს შეძლებდნენ ჩემს წინ დალაგებული საქაღალდეები. ისინი ფერს და აზრს ანიჭებდნენ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტას ვცდილობდი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ისინი მახენებდნენ მე, თუ რატომ გავიარე ეს გზა 7000-ჯერ".
 
მაგრამ რკინიგზით მგზავრობისადმი ჩემი მხარდაჭერა მხოლოდ ემოციური კავშირი არ არის. ჩვენს აეროპორტებში არსებული დაყოვნებებისა და საავტომობილო გზების გადამეტტვირთულობის, საწვავზე ფასების არასტაბილურობის, გარემოზე სოლიდური გავლენის, მზარდ დასახლებულ პუნქტებს შორის სატრანსპორტო კავშირების დამყარების აუცილებლობის გამო სარკინიგზო ტრანსპორტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამერიკისათვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ (Joe Biden, Vice President of the United States of America: "Why America Needs Trains". 03/18/2010).
 
"ყველაფერი ჩემს კარიერაში, - კარგი თუ ცუდი, პირველი ადამიანები - მატარებელში მხვდებოდა. ისინი იყვნენ ჩემთვის პირველები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ისინი მეუბნებოდნენ, "ჯო, ყველაფერი კარგად იქნება".
 
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის