USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა ირანის შეტევა აშშ-ის დახმარებით აღკვეთა
Date:  650

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეაქო ამერიკული ძალები, რომლებიც, მისი თქმით, დაეხმარნენ ისრაელს, ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონი და რაკეტა ჩამოეგდო.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო თავდასხმამდე რეგიონში დრონები და ხომალდები გადაიტანა.

”ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე ვალდებულება.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის რკინისებრი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი შესაძლებლობა, დაეცვა თავი და დაეძლია უპრეცედენტო თავდასხმები და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ არ შეუძლიათ ეფექტურად დაემუქრნენ ისრაელის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული ახალგაზრდა გოგონაა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way