USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ჯო ბაიდენი: ვაქცინების ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში, ჩვენ მას დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ
Date:  552

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, ვაქცინების ჭარბი რაოდენობა სხვა ქვეყნებს გაუზიაროს, როდესაც ყველა ამერიკელი ვაქცინით აიცრება.

„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს მანამ, სანამ დანარჩენი მსოფლიო უსაფრთხოდ არ იქნება.

„ჯერ დავრწმუნდებით, რომ ამერიკელები დახმარებას მიიღებენ, ხოლო შემდეგ კი შევეცდებით დანარჩენ მსოფლიოს დავეხმაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, პანდემიას ღობის ან კედლის აშენებით ვერ შეაჩერებ და მნიშვნელოვანია, რომ მისგან მთელი მსოფლიო დაცული იყოს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way