USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ჯო ბაიდენი ტრამპს ქაოსის და განხეთქილების დათესვაში ადანაშაულებს
дата:  1059

აშშ-ის  პრეზიდენტობის  კანდიდატი ჯო ბაიდენი ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში საპროტესტო აქციების დარბევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „აღმაშფოთებლად ცუდი ტაქტიკა აქვს.”

“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა, გაუმჯობესების ნაცვლად საქმეების გაუარესება,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში ანტირასისტული საპროტესტო აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი ფედერალური საკუთრების დაცვას ცდილობდნენ. გუშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დიდ ქალაქებში მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად კიდევ უფრო მეტი ფედერალური სამართალდამცავის გაგზავნას გეგმავს.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати