USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ჯო ბაიდენი სი ძინპინს შეხვდა - ოთხი „წითელი ხაზი“, რომელიც აშშ-მ არ უნდა გადაკვეთოს
Date:  224

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს შეხვდა. ჯოზეფ ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა პერუში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა სი ძინპინთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეული სამხედრო კონტინგენტის შესვლის, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო მრეწველობის სექტორის მხარდაჭერის გამო.

თავის მხრივ სი ძინპინმა ბაიდენს დაუსახელა ის ოთხი „წითელი ხაზი“, რომელიც აშშ-მ არ უნდა გადაკვეთოს

„ტაივანის საკითხი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ჩინეთის შიდა პოლიტიკური სისტემა და მისი განვითარების უფლება არის ოთხი წითელი ხაზი, რომელთზე დავა ან მათი გადაკვეთა შეუძლებელია“, - ციტირებს ჩინეთის ლიდერის განცხადებას სახელმწიფო სააგენტო Xinhua.

ბაიდენთან მოლაპარაკების დროს სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ერთი ჩინეთის პრინციპი და სამი ერთობლივი ჩინურ-ამერიკული კომუნიკე არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი.

ჩინეთის ლიდერის თქმით, წინააღმდეგობები და უთანხმოება ორ ისეთ დიდ ქვეყანას შორის, როგორიცაა ჩინეთი და შეერთებული შტატები, გარდაუვალია, მაგრამ მხარეებმა არ უნდა შელახონ ერთმანეთის ძირითადი ინტერესები, მით უმეტეს, კონფლიქტისა და დაპირისპირებისკენ სწრაფვა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხიც განიხილეს და ჯანსაღი კონკურენციის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way