USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობაზე - ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის
თარიღი:  440

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„მაცნობეს დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესაძლო მცდელობის შესახებ და ჩემთვის დიდი შვებაა, რომ ის არ დაზარალებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ან ნებისმიერი ძალადობის ადგილი. დავავალე ჩემს გუნდს, გააგრძელოს საიდუმლო სამსახურის ყველა რესურსით უზრუნველყოფა, რაც ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

ბუჩქებში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, ორი ზურგჩანთა და ვიდეოკამერა იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 58 წლის რაიან უესლი რაუტი. ის ნასამართლევია და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია. ინციდენტის შედეგად ტრამპი არ დაზარალებულა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის