USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეო ფორმატით შეხვედრისას უკრაინის საკითხს განიხილავენ
თარიღი:  681

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს, ვიდეო ფორმატით შეხვედრისას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მისი თქმით, შეხვედრისას განხილული იქნება ასევე სხვა საკითხები, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერ უსაფრთხოება და რეგიონული პრობლემები.

”მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება ხანგრძლივი დისკუსია პუტინთან”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ და დასძინა: "მე არ ვიღებ არავის წითელ ხაზებს".

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის