თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტისგან მტკიცე გარანტია მიიღო, რომ F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებს. ჯო ბაიდენის თქმით, F16-ები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„დიდი შვიდეულის ყველა წევრი ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერას. ბატონ ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის დანაყოფების წინააღმდეგ მათი გამოყენება შეუძლიათ“, - განაცხადა ბაიდენმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.