აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯოზეფ ბაიდენი ლიდერობს.
BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 243, მოქმედ პრეზიდენტს კი 214 ხმა აქვს. CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა უკვე მიიღო კოლეგიის წევრთა 253 ხმა, ტრამპმა კი - 213. FoxNews-ის დათვლით, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ტრამპს კი - 214.
გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.