USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ჯო ბაიდენი - უცხოელი ლიდერები მეუბნებიან, რომ ტრამპის გამარჯვება "კატასტროფა იქნება, მე მას კვლავ დავამარცხებ
Date:  1026

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ესმის უცხოელი ლიდერებისგან : "შენ უნდა გაიმარჯვო" და რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება "კატასტროფა იქნება".

„საგარეო პოლიტიკა არასდროს ყოფილა მისი ძლიერი მხარე და, როგორც ჩანს, მას აქვს მიდრეკილება ავტორიტარული ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას.

მისი მტკიცებით, ყველაზე კვალიფიციური ადამიანია იმისთვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს.

„ვფიქრობ, რომ მე ვარ საუკეთესო კვალიფიციური ადამიანი იმისთვის, რომ შევასრულო ეს სამუშაო, იმისთვის, რომ უზრუნველვყო, რომ უკრაინა არ დაეცა, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, რომ ევროპული ალიანსი ძლიერი დარჩეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას გააგრძელებს.

„ის ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ“, - აღნიშნა ბაიდენმა დონალდ ტრამპზე საუბრისას.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way