აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მანამ, სანამ აშშ-ში მოსახლეობის სულ მცირე 75%-ი არ აიცრება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა ძალიან რთული იქნება.
„აზრი იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს შეგვიძლია ამ ზაფხულის ბოლომდე მივაღწიოთ, ძალიან რთულია”, - აღნიშნა ბაიდენმა CBS– ს ინტერვიუში.
შეგახსენებთ, აშშ-ში მოსახლეობის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინების 41 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.