USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ჯო ბაიდენი - პუტინს ეგონა, რომ უკრაინა სუსტია, დასავლეთი კი გახლეჩილი
Date:  354

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $500-მილიონიანი პაკეტის შესახებ განაცხადა. ამ თემაზე აშშ-ს პრეზიდენტმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან ასევე გამოხატა თავისი აღფრთოვანება გმირი უკრაინელი ხალხისადმი.

„პუტინს ეგონა, რომ უკრაინა სუსტია, დასავლეთი კი გახლეჩილი. ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებდა. არა მგონია, ახლაც ასე ფიქრობდეს. უბრალოდ ცდებოდა. ერთი წლის შემდეგ ამის მტკიცებულება აქ, ამ ოთახშია. ჩვენ ერთად ვდგავართ. ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას. უკრაინა დგას. დემოკრატია დგას“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს ელოდება.

„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღისა და იმ იარაღის საკითხი, რომელიც უკრაინას აქამდე არ მიუღია და შესაძლოა, მომავალში მიეწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული დახმარების ახალი პაკეტი არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს რევანშის შანსი არ ექნება.

"ასეთი მნიშვნელოვანი პაკეტი არის ცალსახა სიგნალი, რომ რუსეთის რევანშის მცდელობებს შანსი არ ექნება. ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way